შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის გამოცდებისთვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
"სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:
გამოცდების განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, საგამოცდო ცენტრის მისამართისა და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.