კონფერენცია ბსუ-ში

30 სექტემბერი 2017, 00:00 2203 ნახვა

''მემკვიდრეობა და ბიომრავალფეროვნება'' კონფერენცია ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ პროფესორებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა ესაუბრეს. მათ შორის მოხსენებები იყო მტირალას ეროვნული პარკის, კინტრიშისა და მაჭახელას დაცული ტერიტრიების შესახებ.

ღონისძიება ,, ევროპის მემკვიდრეობის დღეები“-ის ფარგლებში გაიმართა, პირველ საათზე  მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე დაგეგმილია ეკოტური. ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ პირველად 1985 წელს აღინიშნა, ხოლო 1996 წლიდან ევროპის 50 ქვეყანაში იმართება,  მას უკვე 4 წელია საქართველოც შეუერთდა.

ამავე კატეგორიაში