საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა

19 სექტემბერი 2017, 00:00 1761 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრების კავშირი ბიზნესთან, შეუთავსებელი საქმიანობა და არადეკლარირებული ქონება – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. არასრულად შევსებული დეკლარაციების ავტორთა ჩამონათვალში აჭარის კვოტით მაჟორიტარი-დეპუტატი ლევან ბეჟანიძეცაა.

დეკლარირებული აქვს შემოსავალი ილია ნაკაშიძეს. კანონმდებლობა პარლამენტის წევრს წილის, ან აქციების ფლობის უფლებას აძლევს. თუმცა უკრძალავს მმართველობით საქმიანობას. ანგარიშის მიხედვით ასეთი პარლამენტში სულ 9 დეპუტატია. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს რეკომენდაციებით მიმართავს. ანგარიშის ავტორები პარლამენტს, ადრესატები კი ავტორებს აკრიტიკებენ.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი