სოფელ ყინჩაურის ცენტრალური გზა გახსნილია

26 ივნისი 2017, 00:00 3494 ნახვა

სოფელ ყინჩაურის ცენტრალური გზა უკვე გახსნილია. აქციის მონაწილეებსა და ხულოს გამგებელს შორის მოლაპარაკება შედგა. 19 საათზე ბესიკ ბაუჩაძე ადგილობრივებს შეხვდება.

 მოსახლეობამ სოფლის ცენტრალური გზა დილით გადაკეტა. ისინი   „შუახევჰესის" მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობენ. მათი თქმით, სოფელში დაშრა სასმელი წყალი, დაიბზარა სახლები და შემცირდა მოსავალი. მოსახლეობა შიშობს, რომ მეწყრული პროცესები გარდაუვალი იქნება.

​აქციის მონაწილეები ადგილობრივი თვითმართველობისგან დაპირებული ოთხი ოჯახის უსაფრთხო ადგილას გაყვანას მოითხოვს, რომლებიც გეოფიზიკური დასკვნის საფუძველზე საფრთხის შემცველ ადგილას ცხოვრობენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში