შუახევის კულტურის ცენტრში ფოლკლორის განყოფილება გაუქმდა

08 ივნისი 2017, 00:00 2851 ნახვა

შუახევის კულტურის ცენტრში ფოლკლორის განყოფილება გაუქმდა. მიზეზად კულტურის ცენტრის დირექტორმა  შესაბამისი კადრების არარსებობა დაასახელა. მაკა მაკარაძემ განაცხადა, რომ მცდელობის მიუხედავად შესაბამისი კანდიდატი, ვინც ფოლკლორის განყოფილების უფროსის პოზიციას დაიკავებდა, ვერ მოიძებნა.

ამ გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს  აღნიშნული განყოფილების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი. ლოლიტა სურმანიძე მიიჩნევს, რომ ეს  ანსამბლების განვითარებას ხელს შეუშლის. საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ყოფილი დირექტორი კი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა.

გიორგი უშიკიშვილი აცხადებს, რომ შუახევის ფოლკლორული ანსამბლების ცნობადობა, ბოლო რამდენიმე წელი გაზრდილი იყო, რასაც უშიკიშვილი ლოლიტა სურმანიძის მოღვაწეობას უკავშირებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში