რომში ჯვრის ტარების პროცესია გაიმართა

15 აპრილი 2017, 00:00 1865 ნახვა

დიდი შაბათის დადგომამდე რომში ტრადიციულად ჯვრის ტარების პროცესია გაიმართა. კოლიზეუმის გარშემო მსვლელობაში 20 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროცესიას რომის პაპი უძღვებოდა. პონტიფიკოსმა სინანულისა და იმედის ლოცვაც წაიკითხა. პაპი დღეს ღამით ვატიკანში საზეიმო ლიტურგიას გამართავს. ევროპაში გახშირებული თავდასხმების გამო იტალიის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ანალოგიური პროცესიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი