გლობალური  კოალიციის  სამიტი 

23 მარტი 2017, 00:00 1580 ნახვა

ტერორიზმთან ბრძოლაა მთავარი განსახილველი საკითხი ვაშინგტონში მიმდინარე მინისტერიალზე. 68 ქვეყნის მინისტრმა სირიასა და ერაყში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციები შეაფასეს. გლობალური კოალიციის შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი წარმოადგენს. მიხეილ ჯანელიძე ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და გაირკვა, რომ კონგრესმენები მალე თბილისს ეწვევიან. გლობალური კოალიციის წევრებმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის ახალი სტრატეგია დასახეს. ტრამპის ადმინისტრაციამ კონფერენციაზე დაადასტურა, რომ აშშ-ის მთავარ პრიორიტეტად კვლავ ტერორიზმთან ბრძოლა რჩება. 

ამავე კატეგორიაში