ფულის ზედმეტი ხარჯვა თუ აუცილებლობა

05 მარტი 2017, 00:00 1653 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტი ასობით ათას ლარს მოსაცდელების შესაძენად წელს პირველად ხარჯავს, ბათუმის მერია კი სტადიონების რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტიდან ათობით ათას ლარს ყოველწლიურად. რემონტდება ერთი და იგივე სპორტული მოედანი, განსხვავებულია ტერმინები, თუ შარშან მაგალითად აფსაროსის ქუჩის  მესამე შესახვევში არსებულ სპორტულ მოედანს რემონტი ჩაუტარდა, წელს აქ კაპიტალური მოედნის მოწყობა იგეგმება. ბათუმის მერიაში არსებობს გასარემონტებელი სპორტული სტადიონების სია, თუმცა ამ ჩამონათვალში ჯერ ვერ მოხვდა ისეთი მოედანი, რომელიც წლებია რეკონსტრუქციას საჭიროებს. 

ჩვენ დღეს ვცდილობდით გაგვერკვია უფრო დეტალურად, რატომ გახდა საჭირო რეპორტაჟში ნახსენები მოედნის ხელმეორედ რეკონსტრუქცია. რისთვისაც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო, რაც დროსთანაა დაკავშირებული. შესაბამისად ჩვენ თემას მომდევნო კვირაში მივუბრუნდებით

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი