ზაგრების გრანპრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი სპორტსმენები დაწინაურდნენ. 81 კილოგრამში ტატო გრიგალაშვილი კვლავ საკუთარი წონის ლიდერია, ეთერ ლიპარტელიანი კი 57-ში მეოთხე ადგილს იკავებს. 60 კილოგრამში თემურ ნოზაძე მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერია.
ზაგრების გრან პრიზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო რეიტინგში ექვსი საფეხურით წინ გადაიწია და მეოცე ადგილზე გადაინაცვლა. ზაგრების გრან პრიზე მოპოვებული ოქროს მედლით, ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო რეიტინგში 700 ქულით დაწინაურდა და რეიტინგის მეოთხე ნომერია.
ამავე წონაში მეექვსე და მეშვიდე ადგილებს ინაწილებენ ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. 100 კგ-ში ილია სულამანიძე ზაგრების გრანპრის ვიცე-ჩემპიონი გახდა. სულამანიძე რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და მეექვსე ადგილზეა. ზაგრების გრან პრიზე +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეხუთე ადგილი დაიკავა სოფიო სომხიშვილმა.
ქართველმა რეიტინგში 252 ქულა ჩაიწერა და ექვსი პოზიციით დაწინაურდა. 22 წლის ძიუდოისტი ძიუდოისტი საკუთარი წონის 30-ე ნომერია.