რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი პოლიციამ დაკავებიდან მალევე გაათავისუფლა

18 ივლისი 2022, 14:00 786 ნახვა

რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც მარტში ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, პოლიციამ მოსკოვის ოლქში ველოსიპედით სეირნობისას დააკავა და მალევე გაათავისუფლა.

ოვსიანიკოვას დაკავებისა და ოქმის შედგენის საბაბი გახდა მისი გამოსვლა ბასმანის სასამართლოს შენობის წინ. იმ დღეს  ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი დააპატიმრეს.

ორი დღის წინ ოვსიანიკოვამ ერთკაციანი პიკეტი მოაწყო კრემლის ფონზე პლაკატით, რომელზეც ეწერა „პუტინი მკვლელია“.  მაშინ ის არ დაუკავებიათ. „პირველი არხიდან“ დათხოვნის შემდეგ ოვსიანიკოვამ რამდენიმე თვე გაატარა უცხოეთში.

ივლისის დასაწყისში კი  რუსეთში დაბრუნდა, რადგან სასამართლო მისი არასრულწლოვანი  ქალიშვილის  მეურვეობის საკითხს განიხილავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი