ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

17 ივლისი 2022, 11:12 556 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა ომის დაწყებიდან 143-ე დღეს. ჩვენ ასეთი ომის დროს შევძელით ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღება, შევინარჩუნეთ სახელმწიფო ინსტიტუტების სიმყარე. გადავაწყვეთ ენერგეტიკული სისტემა - ჩვენ გავუძლებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, 32 წლის წინ ამ დღეს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაცია იქნა მიღებული და დღეს, როდესაც უკრაინელი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, ისინი თავისი უფლებების ფარგლებში რჩებიან ისტორიულად, პოლიტიკურად, კულტურულად და რაც მთავარია, იურიდიულად.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკვე მოხერხდა 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება. მისი თქმით, თანდათანობით გათავისუფლდება ამ დროისთვის ოკუპირებული სხვა რაიონებიც. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი