„ოპენ ბათუმი“ საერთაშორისო ტურნირი კარატეში 

16 ივლისი 2022, 20:02 834 ნახვა

უკვე მეორე დღეა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა კარატეში საერთაშორისო ტურნირს „ოუპენ ბათუმი“-ს მასპინძლობს.

გუშინ გამართული საწვრთნელი სემინარის შემდეგ, დღეს ასპარეზობა ახალგაზრდებსა და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის კუმიტეში გაიმართა. სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები.

აჭარის ნაკრებიდან ჩემპიონები გახდნენ მერაბ ლომაძე, საბა სურმანიძე, ლუკა შანთაძე და გოგა გვიანიძე. ოქროს მედალი მოიპოვა ასევე ქუთაისელმა ვახტანგ შარადენიძემ.

ტურნირი ხვალ, უმცროსი ასაკის სპორტსმენების გამოსვლით დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში