OPEN BATUMI - სემინარი სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონმა ჩაუტარა

15 ივლისი 2022, 19:41 669 ნახვა

ხვალ, ბათუმი კარატეში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს - „ოუპენ ბათუმის“ უმასპინძლებს. შეჯიბრებაში საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის 300-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ასპარეზობა 6 წლის ასაკიდან ვეტერანების ჩათვლით, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება. შეჯიბრებამდე ერთი დღით ადრე აჭარის კარატეს ფედერაციის ინიციატივით საწვრთნელი სემინარი გაიმართა, რომელიც კარატეში ევროპის ჩემპიონმა ინგა შეროზიამ და ცნობილმა მწვრთნელმა მამუკა ყურაშვილმა ჩაატარეს. ხვალ ტურნირი უფროს ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება, 17 ივლისს, შეჯიბრების დასკვნით დღეს კი ტატამზე უმცროსი ასაკის სპორტსმენები გამოვლენ. ასპარეზობას ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი