ევროტურნირებს ორი ქართული გუნდი შემორჩა

15 ივლისი 2022, 10:16 493 ნახვა

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალომ" გასვლაზე "პარტიზანი" დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. გორში 0:1 წაგების შემდეგ „საბურთალომ“ სიხარულიძის გოლით ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა.

პენალტების სერიაში დამარცხდა და ევროტურნირებს გამოეთიშა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი თბილისის „დინამო. გორის „დილამ“ პ

ირველ მატჩში 0:2 მარცხის შემდეგ საკუთარ მოედანზე ფრედ - 0:0 ითამაშა და ევროტურნირებს ისიც დაემშვიდობა.

უეფას კონფერენსლიგაზე ასპარეზობას „საბურთალო“ და „დინამო“ ბათუმი გააგრძელებენ. თბილისელთა მეტოქე რუმინეთის „სტიაუა“ იქნება, „დინამო“ კი პოლონურ „ლეხ პოზნანს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმელები პირველ მატჩს 21 ივლისს პოზნანში გამართავენ, 28 ივლისს კი საპასუხო შეხვედრაში პოლონელებს ბათუმში დაუპირისპირდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი