„ზაგრების გრან-პრიზე“ დღეს სამი ქართველი იჭიდავებს

15 ივლისი 2022, 10:16 564 ნახვა

დღეს ხორვატიაში ძიუდოში „ზაგრების გრან პრი“ დაიწყო. ტურნირზე 69 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, საქართველო ზაგრებში 10 ძიუდოისტითაა წარმოდგენილი, მათ შორის 8 ვაჟი და 2 ქალი. ლაშა გუჯეჯიანის ნაკრებიდან დღეს სამი სპორტსმენი იჭიდავებს.

60 კილოგრამში ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი გამოვა, 66 კილოგრამში ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს.

ქალთა შორის დღეს იასპარეზებს ეთერ ლიპარტელიანი. შეგახსენებთ, რომ კვირას დასრულებულ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ჩვენმა გუნდმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლო.

ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი ტურნირზე ვერცხლისმედალოსნები გახდნენ, თემურ ნოზაძე და მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი