''დინამო'' კონფერენს ლიგაზე 21 ივლისს პოზნანის ''ლეხს'' დაუპირისპირდება

14 ივლისი 2022, 10:45 2401 ნახვა

"დინამო ბათუმი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშვის შემდეგ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას.

ბათუმელების მეტოქე პოლონური პოზნანის „ლეხი“ იქნება. პოლონელები ''ყარაბაღთან'' ორ მატჩიან დაპირისპირებაში 2-5 დამარცხდნენ და შავისღვისპირელების მსგავსად ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩნენ.

''დინამოსა'' და ''ლეხის'' პირველი დაპირისპირება 21 ივლისს პოზნანში გაიმართება. საპასუხო მატჩი კი 28 ივლისს ბათუმში ჩატარდება.

''ლეხის'' შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი თამაშობს. გასულ სეზონში გუნდმა პოლონეთის ჩემპიონატში 74 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. 34 შეხვედრაში 67 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 24 მიიღეს.

"transfermarkt"-ი ''ლეხის'' შემადგენლობას 31,6 მილიონ ევროდ, ხოლო ''დინამოს'' კი 9,3 მილიონ ევროდ აფასებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში