ენმ უფუნქციო შენობაში საბავშვო ბაღის განთავსებას ითხოვს

13 ივლისი 2022, 14:32 987 ნახვა

ხელვაჩაურის ტერიტორიაზე უფუნქციოდ დატოვებულ შენობას ოპოზიცია აპროტესტებს და ითხოვს მის დატვირთვას. 

ოპოზიციონერები ხელვაჩაურის მერიას მოუწოდებენ მერიის მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც 2007 წელს აშენდა და 2012 წლამდე სხვადასხვა საჯარო  უწყება იყო განთავსებული, ფუნქცია შესძინოს და საბავშვო ბაღი განათავსოს.

ვინაიდან მათივე მტკიცებით, დასახლებაში ბაღებში აღსაზრდელებისთვის ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

საკითხთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობა ბათუმის ტერიტორიაზეა და ხელვაჩაურის მერიის ბალანსზე არ ირიცხება. კომენტარი არ გააკეთეს არც ბათუმის მერიაში.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში