ქვედა აგარის მცხოვრებლების მოთხოვნები და ხელვაჩაურის მერიის გამოხმაურება 

12 ივლისი 2022, 14:02 776 ნახვა

აქცია იყო ხელვაჩაურის მერიასთანაც. სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრებლები ადგილობრივ თვითმმართველობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ  და დასახლებაში ერთადერთი საავტომობილო  გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, სოფელში გზის სავალი ნაწილი დაზიანებულია და ავტომობილით გადაადგილება  უსაფრთხო არ არის.    

ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ და ისინი მოსახლეობასთან ერთად ხელვაჩაურის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. საბოლოოდ მათ   ხელვაჩაურის მერის მოადგილე შეხვდა და განუცხადა, რომ მოსახლეობას უახლოეს ერთი თვის განმავლობაში  პრობლემა მოუგვარდებათ.  

კახაბერ ფუტკარაძე აცხადებს, რომ ტენდერში  გამარჯვებულ კომპანია „ ნიასთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და, რომ  კომპანია სამუშაოებს ხუთ ლოკაციაზე განახორციელებს.

აცხადებს, რომ ამ ეტაპზე  სამუშაოები მახინჯაურში დუმბაძეები-ხონელიძის მიმართულებით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ  ქვედა აგარაში ჩხაიძეების დასახლებაში გაგრძელდება.  

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში