''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, წევრები დღეს ხულოს ორგანიზაციაში კონფერენციის ჩატარებას გეგმავენ. მათ 20 იანვრის ყრილობის დელეგატები უნდა აირჩიონ. თუმცა გუშინ დაანონსებულ პარტიულ შეკრებას მოწინააღმდეგები მალევე გამოუჩნდნენ. ერთ-ერთი ასეთი კი ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ნათია ლომაძე განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. ნათია მივიდა თუ არა კახა დეკანაძე კონფერენციაზე, რადგან გუშინ მისი პოზიცია იყო, რომ ამ შეკრებას არ დაესწრებოდა.