ეპიდვითარება უარესდება

10 ივლისი 2022, 11:48 920 ნახვა

კორონავირუსი ძალებს იკრებს. ამაზე მეტყველებს როგორც ქვეყანაში, ასევე აჭარის რეგიონში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 30-დან 40 მდე იყო გასულ კვირაში. ყოველკვირეული  სტატისტიკა სავარაუდოდ ხვალიდან განახლდება.

თუმცა როგორც  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ,  პაციენტების ძალიან მცირე ნაწილი ხვდება ჰოსპიტალში. ამის მიზეზი კორონავირუსის ქვეშტამია, რომელიც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება.

პაციენტები, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ მათთან კავშირზე ონლაინ კლინიკის ექიმები არიან. გაზრდილი შემთხვევების ფონზე აქტიურდება ვაქცინაციის კამპანია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს აიცრან.   

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი