ლაშა შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია

10 ივლისი 2022, 11:05 930 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე გუშინ მედლების მოსაპოვებლად ორ წონით კატეგორიაში სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგან წარმატებულად გამოსვლა მხოლოდ ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო.

ლაშა ფინალში გავიდა,სადაც აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამატებით დროში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლი ლუხუმ ჩხვიმიანმა დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაოს თემურ ნოზაძე დაეუფლა.  დღეს მედლების მოსაპოვებლად ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ხუთ წონით კატეგორიაში გამოვა. 90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილი და ნიკა ხარაზიშვილი იჭიდავებენ.

100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანს და ონისე სანებლიძეს ვიხილავთ. მძიმე წონაში საქართველოს ღირსებას გელა ზაალიშვილი დაიცავს. ქალთა შეჯიბრზე მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი გამოვლენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი