ქართველების ვერცხლი და ბრინჯაო ბუდაპეშტის გრანდ სლემიდან

09 ივლისი 2022, 10:35 564 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, პირველივე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ლუხუმ ჩხვიმიანი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლისმედალოსანი, ხოლო ამავე წონაში ახალგაზრდა თემურ ნოზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ჩხვიმიანმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირება ბელგიელ იორ ვერსტრაეტენთან დამატებით დროში დათმო და ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა.

თემურ ნოზაძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ორი ვაზარით მონღოლი ძიუდოისტი დაამარცხა.

ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართველი ვაჟა მარგველაშვილი რეპეშაჟში დამარცხდა და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი