შვეიცარიაში ''ფიფას'' და ''ეუფას'' ყოფილი ხელმძღვანელები გაამართლეს

08 ივლისი 2022, 14:01 563 ნახვა

ფიფას და უეფას ყოფილი პრეზიდენტები ჯოზეფ ბლატერი და მიშელ პლატინი შვეიცარიის სასამართლომ გაამართლა. ყოფილი მაღალჩინოსნები კორუფციაში, თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებაში, ასევე ფულის გაფლანგვაში და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში არიან ბრალდებულები. სასამართლომ ეს ბრალდებები დაუმტკიცებლად მიიჩნია.

საუბარია დაახლოებით ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის  გადახდაზე, რომელიც პლატინიმ ბლატერის დავალებით მიიღო.  პროკურატურა ორივე  ბრალდებულისთვის  20 თვიან პირობით პატიმრობას ითხოვა.

ბლატერი და პლატინი მსოფლიოს უძლიერეს ფეხბურთის ფედერაციებს 2015 წლამდე ხელმძღვანელობდნენ, სანამ კორუფციული სკანდალის გამო   თანამდებობების დატოვება მოუხდათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი