უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა სამმა ქართულმა გუნდმა დაიწყო. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო თბილისი ესტონურ „პაიდეს“ „დინამო არენაზე“ დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
წააგო საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა „საბურთალომ“, რომელიც ალბანური „პარტიზანთან 0:1 დამარცხდა.
რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატის შარშანდელი სეზონის მესამე ადგილის მფლობელ გორის „დილას“ პირველი მატჩი ფინურ „კუპსის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართა და 0:2 დამარცხდა.
განმეორებით შეხვედრებს ქართული კლუბები 14 ივლისს გამართავენ.