უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდია დაამარცხეს

07 ივლისი 2022, 13:47 797 ნახვა

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მესამე შეხვედრაში შოტლანდიას რეკორდული სხვაობით 55:17 სძლიეს და ჯგუფი მე-3 ადგილზე დაასრულეს.

ახალგაზრდა მორაგბეებმა ექვსი ერის სამ ნაკრებთან ჯამში 98 ქულის მოპოვება მოახერხეს. ქართველი მორაგბეები თითქმის სრული შეხვედრა უპირატესობას ფლობდნენ და ტაიმებში 4-4 ლელოს დადება შეძლეს.

იტალიასთან და უელსთან წაგებების შემდეგ „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეხუთე ადგილისთვის მატჩში 12 ივლისს საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში