''დინამო'' ბათუმის შემდეგ ევროტურნირებზე კიდევ სამი გუნდი იასპარეზებს.
''დინამო'' თბილისი, გორის ''დილა'' და თბილისის ''საბურთალო'' კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს დღეს გამართავენ.
- დინამო თბილისი საკუთარ ''დინამო არენაზე'' ესტონურ ''პაიდეს'' 21:00 საათზე დაუპირისპირდება.
- თბილისის ''საბურთალო'' კი გორში ალბანურ ''პარტიზანს'' 20:00 საათზე უმასპინძლებს.
- გორის ''დილა'' კი ფინეთში იმყოფება,სადაც გასვლით შეხვედრაში ,,კუპსს" ეთამაშება.
ეს მატჩის 20:00 საათზე დაიწყება .
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი