ლიბიის სანაპიროებთან ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 22 ადამიანი. ინფორმაციას გაერო-სა და მალის მთავრობაზე დაყრდნობით, უცხოური მედია ავრცელებს.
დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. მედიის ცნობით, ნავზე სულ 83 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 61-ის გადარჩენა შეძლეს.
მალის მოქალაქეები ამ გზით ევროპამდე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა ნავს პრობლემა შეექმნა.
გადარჩენილთა ნაწილი საავამდყოფოებში, ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.