კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების ოქმის რატიფიკაციის პროცესი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადა მტკიცედ უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, ეს ქვეყნები ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის.
პრემიერმა დაამატა, რომ კანადა „ერთგული რჩება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელსაც შეუძლია პატივი სცეს წევრობის უფლებებსა და მოვალეობებს, როგორებიცაა დემოკრატიის დაცვა და ალიანსის კოლექტიური თავდაცვაში გაწევრიანება.
მედიის ცნობით, ორივე შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანება ნატო-ს 30 ქვეყნის მიერ ამ დოკუმენტების რატიფიკაციის შემდეგ მოხდება.