გაერო-მ რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ არსებული ვითარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ორივე მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაა დოკუმენტირებული. როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა და ნგრევის მასშტაბები სერიოზული შფოთვის გამომწვევია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსი სამხედროები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევენ.
მიშელ ბატჩელმა აღნიშნა, რომ არც უკრაინული მხარე იცავდა კანონს, დაამატა, რომ არსებობს ცნობები უკანონო მკვლელობების თაობაზე, ორივე მხარის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების ფაქტები და შემზარავი ცნობები წამების შესახებ.
ანგარიში ეფუძნება გაერო-ს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ 11 საველე ვიზიტს, 517 ინტერვიუს და დაკავების ცენტრში გამართულ რამდენიმე ვიზიტს.