ომი უკრაინაში 

06 ივლისი 2022, 10:02 656 ნახვა

უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში გასული დღე ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში ისმოდა. სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა სლავიანსკის დაბომბვისას. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, სლავიანსკის შემდეგი საკვანძო ნაწილი იქნება დონბასისთვის ბრძოლაში.

ოკუპანტმა იერიში მიიტანა ხარკოვის ოლქზეც, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ახალშობილი. მძიმე ბრძოლები გრძელდება ლისიჩანკსის მიმდებარედ. საარტილერიო შეტევა განახორციელა აგრესორმა მიკოლაევის ოლქზეც, განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები.  უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომს უკვე 346 ბავშვი ემსხვერპლა, მათი რიცხვი აქტიური საომარი მოქმედებების გამო საბოლოო არ არის.

რაც შეეხება რუსეთის დანაკარგს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, რუსეთმა უკვე 36 500 ჯარისკაცი დაკარგა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი