თურქეთი რუსეთისგან მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს სისტემატურად ყიდულობს - უკრაინული მედია

05 ივლისი 2022, 14:32 1439 ნახვა

თურქეთი რუსეთისგან ყიდულობს მარცვლეულს, რომელსაც აგრესორი ქვეყანა იპარავს და ექსპორტს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ახორციელებს.

გემები მარცვლეულის დიდი პარტიებით სისტემატურად იგზავნება ყირიმიდან თურქეთის პორტებში. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს და თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებსაც აქვეყნებს. 

ქვეყნდება ასევე   დოკუმენტები მარცვლეულის  წარმომავლობის შესახებ, რომელშიც მითითებულია „ყირიმი, რუსეთი“.

მარცვლეული იტვირთება სევასტოპოლის პორტში, იქ იგი  დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებიდან შეაქვთ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი