სამტრედია გრიგოლეთის გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ტერიტორიაზე მაგისტრალის პირველ მონაკვეთზე ხიდის აღდგენა მიმდინარეობს. 11-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 10 კილომეტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო ხიდის აღდგენის შემდეგ მოძრაობა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება.
სამშენებლო სამუშაოები გრძელდება სამტრედია–გრიგოლეთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზეც. პირველ 6 კილომეტრზე დასრულებულია გზის ზედასაფარის, სადრენაჟე ფენისა და თვალამრიდების მოწყობა; მიმდინარეობს ხიდებისა და სატრანსპორტოკ ვანძების მშენებლობა.
მონაკვეთი ქალაქ ლანჩხუთისადა მიმდებარე სოფლების დასახლებებს გვერდს აუვლის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სატრანსპორტო დატვირთვას და გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას. სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე