128-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავებულია 75-ზე მეტი ადამიანი, 300-მდე პირი კი დაკარგულად ითვლება.
ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხანძრის დროს კომპლექსში, სადაც უახლესი აღწერის მონაცემების მიხედვით, 4600-მდე პირი ცხოვრობს.
ჰონგ-კონგის პოლიცია ვარაუდობს, რომ საცხოვრებელი კორპუსებში გაჩენილი ხანძრის სწრაფი გავრცელების მიზეზი, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებული სახიფათო ხარაჩოები და ქაფის მასალები ყოფილიყო.
