გერმანიის კანცლერის განცხადება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე

28 ნოემბერი 2025, 09:48 59 ნახვა

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების გარანტიები დასჭირდება.

ფრიდრიხ მერცმა, ესტონეთის პრემიერთან გამართული პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ კიევი არ უნდა აიძულონ, რუსეთს ტერიტორია დაუთმოს.

ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების საწყისი წერტილი უნდა იყოს ფრონტის ხაზი. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ როგორც ევროპის, ასევე უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები საფრთხის ქვეშაა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-სა და უკრაინასთან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში