„ჰამასმა" ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა

18 ოქტომბერი 2025, 11:29 110 ნახვა

„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა, რომელიც თელ ავივში, სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში იდენტიფიკაციისთვის გადაიყვანეს. „ჰამასი“ გარდაცვლილი მძევლის ვინაობას არ ამჟღავნებს, ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აღნიშნეს, რომ თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად მძევლის ცხედარია, მაშინ ტერორისტულ დაჯგუფებას 18 დაღუპული მძევლის ცხედარი დარჩება გადასაცემი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელი ერთგულია „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და აგრძელებს გეგმის საკუთარი მხარის დაცვას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში