ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

03 ივლისი 2022, 11:36 657 ნახვა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან  1 027 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, თუმცა კიდევ  2 610 დასახლებული პუნქტი ამ დრომდე ოკუპირებულია - ამის  შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, 24 თებერვლის შემდეგ საომარი მოქმედებების შედეგად 10 ოლქის ტერიტორია დაზიანდა.

გარდა ამისა აღნიშნა, რომ შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მზადება მიმდინარეობს, რომელიც უკრაინის აღდგენას მიეძღვნება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა არ შეანელონ ომისადმი დამოკიდებულება, გამოიყენონ ყველა პლატფორმა უკრაინელი ჯარისკაცებისა და მოხალისეების დასახმარებლად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი