რომის პაპი ომზე

02 ივლისი 2022, 10:50 1088 ნახვა

გაერო უძლურია დაასრულოს ომი უკრაინაში - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, არგენტინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნა, რომ გაეროს კონსტიტუცია „ორგანიზაციას ასეთ ძალაუფლებას არ ანიჭებს“. 

პაპი მიიჩნევს, რომ გაეროს აღარ შესწევს ძალა დაასრულოს ომი და დაამტკიცოს თავისი ავტორიტეტი, თუნდაც უკრაინის ომსა და მსოფლიოში არსებულ სხვა კონფლიქტებზე.

პაპმა ფრანცისკემ საერთაშორისო ორგანიზაციებს გამბედაობისა და კრეატიულობიკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, ორივე საჭიროა სერიოზული კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი