პრაქტიკული ნეონატალოგიისა და პედიატრიის თანამედროვე გამოწვევები - თემაზე ბათუმში კონფერენცია მიმდინარეობს.
ძილის დარღვევები და მათი მართვა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ქალის რძის ბანკის დაფუძნების პროექტი საქართველოში, ინფექციური დიარეა ბავშვთა ასაკში - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრებენ დღევანდელ შეხვედრაზე მედიცინის მუშაკები. კონფერენციის მიზანი მედიცინაში არსებული სიახლეების გაზიარებაა.
კონფერენცია ყოველწლიურია და მასში, ადგილობრივი და რეგიონებში მოქმედი პედიატრები და მედიცინის მუშაკები მონაწილეობენ.
შეხვედრა საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.