პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის შემწეობის გადახდას წყვეტს

01 ივლისი 2022, 10:43 615 ნახვა

პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის ყოველდღიური დახმარების გადახდას წყვეტს. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა  და ლტოლვილთა საკითხებში მთავრობის კომისრის პაველ შეფერნაკერის განცხადებით, პირველი ივლისიდან უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთის მთავრობისგან დღეში 40 ზლოტს ვეღარ მიიღებენ.

გადაწყვეტილებას გადასახადების შეჩერების თაობაზე პოლონეთის მთავრობა იმ დიდი ხარჯებით ხსნის, რომელიც გასული 4 თვის განმავლობაში განხორციელდა.

განმარტავენ, რომ ლტოლვილთა უმრავლესობას შეუძლია ქვეყანაში ადაპტირება, თუმცა გარკვეული ჯგუფებისთვის იმოქმედებს შეღავათები, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი