ორშაბათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეხვდნენ.
ცნობილი გახდა, რომ საორგანიზაციო ჯგუფს ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს და პირადად მიიღებს ინფორმაციას გამოცდების მიმდინარეობის პროცესში არსებული ვითარებისა და საჭიროებების შესახებ.