შეხვედრა ბსუ-ში

05 ნოემბერი 2025, 18:16 422 ნახვა

ბსუს სტუდენტებმა   ფესტივალ „სტუდფესტი-2025“ - ის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვება და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. კონკურსის გამარჯვებული  გახდა  მოხალისეობრივი გუნდი პროექტით „არტ-ერა“ ხუთი სტუდენტის შემადგენლობით, ჟიურის გადაწყვეტილებით გუნდი ნოემბრის ბოლოს პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. კონკურსის მეორე ადგილი და ფულადი ჯილდო მოიპოვეს ასევ უნივერსიტეტის მუსიკალურმა ბენდმა,სოლო და დუეტის შემსრულებლებმაც. მეორე ადგილის მფლობელი გახდა ასევე უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა  გუნდი „ზურგის ქარი“. სტუდენტებს წარმატება   რექტორმა მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა. სტუდფესტი  საქართველოს განათლების , მეცნიერებისა და  ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო  თბილისის მერიასა და  სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს, წელს ფესტივალში 15000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა,მათგან კი 400-ზე მეტი გამარჯვებული  გამოვლინდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი