„მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებულები ბათუმის პირველი საჯარო სკოლა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა გახდნენ. კომუნიკაციების კომისიამ გამარჯვებულები 350-მდე ნაშრომიდან შეარჩია. კონკურსის მთავარი თემები იყო ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია.
გამარჯვებულმა სკოლებმა ნაშრომი ვიდეოს სახით წარადგინეს, სადაც მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად სახალისო სცენარები გაითამაშეს.
გამარჯვებულებს ComCom-მა მედიაპროდუქტების შექმნისთვის განკუთვნილი მაღალტექნოლოგიური პრიზები, კერძოდ, ინტერაქციული დაფა, ლეპტოპი, მობილურის შტატივი, მიკროფონი და ლედ განათება გადასცა.
ამასთან, სკოლებში მოეწყო მედიალაბორატორიის საერთო სივრცე, რომელსაც მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებისთვის გამოიყენებენ.
