განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული ამოცანები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებს სხვადასხვა მიმართულებით.