საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით კონფერენცია გაიმართა, თემაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები.
კონფერენციის მიზანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკისა და მიღწევების გაზიარება, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ბაგა-ბაღების გაერთიანებებს შორის.
კონფერენციას, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.