თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას ორშაბათიდან ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სივრცე, რომელსაც სკოლას აღმოსავლეთ-ევროპის უნივერსიტეტი უსასყიდლოდ დაუთმობს, სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.