პარლამენტის ბიუროს სხდომას უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება. განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დეპუტატები მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ. ცვლილების მიხედვით მომავალი წლიდან ქვეყანაში საგრანტო დაფინანსების მოდელი აღარ იქნება.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს. კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებზე კი სახელმწიფო დაფინანსება აღარ გაიცემა. ცვლილებები არ ეხებათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ. ისინი სასწავლო ციკლის დასრულებამდე არსებულ დაფინანსებას შეინარჩუნებენ.
ასევე ცვლილების მიხედვით, უნივერსიტეტებში სწავლება 3+1+1-ის ფორმატზე გადადის. რაც ბაკალავრის სტატუსის მისაღებად 4-ის ნაცვლად სამ წლიან სწავლას გულისხმობს.
გეგმაშია ფაკულტეტების გადანაწილების ახალი წესი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების დუბლირება აღარ მოხდება და ერთი ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება.
იცვლება უცხოელი სტუდენტების მიღების წესიც.
