საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო.
ლევან ღირსიაშვილი ტესტირების დაწყებამდე აპლიკანტებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები 1 დეკემბერს დაიწყო და 3 დეკემბერს დასრულდება.
აღნიშნულ გამოცდებზე 700-ზე მეტი პირია დარეგისტრირებული.
