თორნიკე რიჟვაძემ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში გააცილა

30 ივნისი 2022, 09:59 1721 ნახვა

ბათუმელმა გულშემატკივარმა ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში გააცილა. ფეხბურთელი ივლისის დასაწყისში იტალიურ ''ნაპოლის'' შეუერთდება.

ხვიჩა კვარაცხელიას მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა და წარმატებები უსურვა. ეროვნული ლიგის მესამე წრის ცენტრალური შეხვედრა ბათუმის არენაზე გაიმართა – გათამაშების ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ მეორე პოზიციაზე მყოფ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა.

''დინამო'' ბათუმმა საკუთარ მოედანზე ''დინამო'' თბილისი მიიღო და დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ,,ვულოცავ FC Dinamo Batumi-ს მორიგ ღირსეულ გამარჯვებას. მადლობა ბიჭებს მონიჭებული სიხარულისთვის! წარმატებებს ვუსურვებ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის საფეხბურთო კლუბში. მადლობა კვარას ბათუმის დინამოს გულშემატკივრების სახელით ” - წერს მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში