"შუქურამ" შინ "გარეჯი" 3-1 დაამარცხა

26 ივნისი 2022, 20:57 1205 ნახვა

ეროვნული ლიგა ორის მე-17 ტურის შეხვედრაში ქობულეთის "შუქურამ" "გარეჯი" მიიღო და 3-1 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში  სამსონია გადაცემის შემდეგ სარდალი შვილმა გაიტანა და შავიზღვისპირელბმა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოუგეს.

54-ე წუთზე ბაშალეიშვილის გადაცემით მამასახლისმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

75-ე წუთზე ხაბეიშვილმა სხვაობის შემცირება შეძლო , თუმცა მხოლოდ 3 წუთით.

78-ე წუათზე სარდალიშვილის საგოლე პასით ლექვთაძემ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.

მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა ქობულეთლების კონკურენტმა "მერანმა".

მარტვილელებმა გასვლაზე  კაცნაკლულ "სპაერს" ფრედ 1-1 ეთამაშა.

ამ დროსთვის გათამაშების ლიდერ "შუქურას" 29 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს "მერანს" 7 ქულით უსწრებს.ქობულეთლებს ასევე თამაშით ნაკრები აქვს ჩატარებული.

რევაზ გოცირიძის გუნდი მომდევნო ტურში 1 ივლისს თბილისის "მერანს" ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი