აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულებაც 450 მილიონი დოლარია. განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ჯონ კირბიმ თქმით, დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის გაგზავნას ითვალისწინებს.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთის გამოცხადებას ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად. რეზოლუციის ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო. რეზოლუციით, რომლის ინიცირება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მაისში მოხდა, რუსეთი უნდა დაემატოს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების ჩამონათვალს. რეზოლუციას კენჭი უნდა უყარონ სენატის სხდომაზე, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს.